ფილორგა
Filorga ბრენდის - Filorga ისტორია 1978 წელს იწყება და ესტეთიკური მედიცინის პროფესორს მიშელ ტორდმანის სახელს უკავშირდება. კანის ფიზიოლოგიის მრავალწლიანი კვლევის შედეგად, პროფესორმა ტორდმანმა უნიკალური ინექციური პოლირევიტალიზაციის ფორმულა გამოიგონა. მას კანის ჯანმრთელობის ძირითადი პარამეტრების გაუმჯობესება შეეძლო. სწორედ ამ მეცნიერული გატაცებიდან დაიბადა Laboratoires Filorga, რომელიც მომხმარებლებისთვის უნიკალურ პროდუქტებს ქმნის. ინექციური მედიცინის - მეზოთერაპიის, ბოტოქსის, ბიორევიტალიზაციისა და მრავალი სხვა პროცედურის შთაგონებით შექმნილი კოსმეტიკური საშუალებები პატენტირებულ NCEF ტექნოლოგიას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ NCEF ბრენდის სავიზიტო ბარათი და მთავარი ტექნოლოგიური მიღწევაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მეზოთერაპიული კოქტეილი, რომელიც კანში, ინექციის გარეშე, კრემის სახით აღწევს. დღეს FILORGA პრემიუმ ბრენდია, რომელიც ესთეტიკური მედიცინით მიღწეულ შედეგებს აძლიერებს და კანს აჯანსაღებს.